მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

ComCom-ი კომპლექსური კვლევის II ეტაპზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ოპერატორებს შეხვდა

news image

ComCom-მა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთადოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. კვლევის ეს ეტაპი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ბაზრის სიღრმისეულ შესწავლას და კორპორატიული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზს ემსახურება. შეხვედრები, სადაცმაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „სქაიტელის“, ასევე, მცირე და საშუალო ოპერატორების და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) ასოციაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესასწავლად, დეტალური ინფორმაციის შეგროვებას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა, რომ შეხვედრა ასევე დაეთმო კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში, ComCom-ის მიერმაგთიკომისთვისდაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგის საკითხებს.

 

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების ბაზარი, კომპლექსური კვლევის პირველ ეტაპზე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადად იქნა მიჩნეული, შესაბამისად, შეხვედრები აღნიშნული ბაზრის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ოპერატორებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს მოიცავდა. მიღებულ დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შეაფასებს ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის არსებობას და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, განსაზღვრავს მარეგულირებელ ჩარჩოს.

 

კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპზე ასევე დაგეგმილია შეხვედრები იმ იურიდიულ პირ აბონენტებთან, რომელთაც განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ინტერნეტ შეთავაზებების მოთხოვნა აქვთ, რათა შეფასდეს მათ მიერ მიღებული კორპორატიული მომსახურებები, კერძოდ - თუ რომელი პაკეტებია ყველაზე მოთხოვნადი; რა ფაქტორები არსებობს მომსახურებების შერჩევისას და სირთულეები, რომელსაც აწყდებიან პროვაიდერზე არჩევანის გაკეთებისას

 

მაგთიკომთანშეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა და კვლევის ექსპერტთა ჯგუფმა, ოპერატორის წარმომადგენლებს გაუზიარეს სატარიფო ვალდებულებების მონიტორინგის მიზნით შემუშავებული მარჟის შეკუმშვის ტესტის მეთოდოლოგიის წინასწარი ვერსია და განიხილეს ძირითადი მიდგომები, მეთოდოლოგიის გამოქვეყნების ეტაპები და მისი მნიშვნელობა ბაზრის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. ტესტის მიზანს წარმოადგენს იმის შეფასება, უზრუნველყოფს თუ არამაგთიკომი“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი, სამართლიან პირობებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე დაშვების მსურველებისთვის. გარდა ამისა, ოპერატორთან გამართული სამუშაო შეხვედრა დაეთმო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების განხილვას. ComCom-მა, ექსპერტების დახმარებით, „მაგთიკომსოფერტებთან დაკავშირებული შინაარსობრივი შენიშვნები გააცნო, რათა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ შეთავაზებული პროცედურული, კომერციული თუ ტექნიკური პირობები, დაშვების მსურველთათვის გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ყოფილიყო.

 

შეგახსენებთ, რომ კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარი იყო არაკონკურენტული და განიცდიდა სტაგნაციას, ხოლო ორივე ბაზარზემაგთიკომიმნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი იყო, რის გამოც ComCom-მა მას სხვა კომპანიების ქსელზე დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა

 

კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობასმომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. საგულისხმოა, რომ კვლევა ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 10 ივნისიდან 10 ივლისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება

10.06.2025.11:08

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა