ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება - განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით - ნათია თურნავა
„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი "აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" იმართება.
ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდრომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა.
,,ეროვნულ დონეზე ფინტექ ეკოსისტემისა და ფინანსური სერვისების განვითარებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება — განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შუა დერეფნის ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველო მიმზიდველ საფინანსო ჰაბად ვაქციოთ, რაც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლის შემდგომ გაძლიერებას ნიშნავს”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება ქმნიზ უნიკალურ შესაძლებლობას, განხილულ იქნას ფინანსური სერვისების მიმართულებით არსებული გლობალური ტენდენციები, რეგიონული ინიციატივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ცნობისთვის, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) — წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.
სხვა სიახლეები
23.10.2025.14:59
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსიტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წაადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:
„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე, 28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა.
მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირება კონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულიციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.