მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.3
0.0033
flag
AZN 1.5938
-0.0003
flag
CNY 38.041
-0.0036
flag
EUR 3.1407
-0.0068
flag
GBP 3.6085
-0.0175
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0
flag
USD 2.7105
-0.0005

ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია - მოჰამედ ალი ალაბარი

news image

„ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია", - განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი ალაბარმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი."

მისი შეფასებით, საბოლოოდ, ყველაფერი უკავშირდება ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და იმ დადებით მაჩვენებლებს, რაც საქართველოშია.

„ეკონომიკის 9%-იანი, თუნდაც 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითია - ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია" - აღნიშნა Emaar-ის დამფუძნებელმა.

მოჰამედ ალი ალაბარმა საქართველოში არსებულ გარემოზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის ხელმძღვანელობას და დარგობრივ პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„20- ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინვესტიციები, მაგრამ ყველაფერი იწყება იქ, რომ ქუჩაში გავდივარ და ვსეირნობ, ვნახულობ, რამდენად კომფორტულია გარემო. ძალიან კარგი მიღება მქონდა საქართველოში. ჩვენი წვლილი, სხვა ინვესტორების მოტივირების თვალსაზრისით, არის ძალიან დიდი - ის გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია"- განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა.

ამასთან, როგორც ალაბარმა აღნიშნა, უკეთესი გარემოს შექმნა ხალხისთვის გადამწყვეტია.

„ძლიერ, ბრძნულ და სტაბილური ხელმძღვანელობის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა დიდი პატივია ჩემთვის. ქვეყანამ მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ ძლიერ, გონივრულ ხელმძღვანელობას ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ „იგლ ჰილს საქართველოს" პროექტი მანდო", - აღნიშნა მოჰამედ ალი ალაბარმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image უცხოელი სტუდენტების 80% საქართველოში კერძო უნივერსიტეტს ირჩევს - TBC Capital

23.10.2025.13:54

2024/25 სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა და 188 ათასი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის სექტორულ კვლევაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ 2024 წელს 8%-იანი ზრდის შემდეგ, საბაკალავრო პროგრამის ფასი კვლავ გაიზარდა 2025/26 სასწავლო წლისთვის 2.2%-ით და 5,019 ლარი შეადგინა.

2024/2025 წელს სტუდენტების რაოდენობა 10,080 სტუდენტით გაიზარდა. Ზრდის მთავარი წყარო უცხოელი სტუდენტები არიან და მათი 80% კერძო უნივერსიტეტს ირჩევს.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გასამმაგდა. შობადობის და მიგრაციის გათვალისწინებით, სტუდენტების მოსალოდნელი რაოდენობა მომავალ ათ წელიწადში კლებადია, ამიტომ უცხოელი სტუდენტები მომავალშიც მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება უნივერსიტეტებისთვის“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა