ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ რეგიონში - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Eagle Hills – ის მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე საუბრისას.
მინისტრმა მიზანმიმართული ტყუილი და სპეკულაცია უწოდა ოპოზიციური სპექტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პროექტის შესახებ. „ჩვენ ვისმენთ არაერთ მიზანმიმართულ ტყუილსა და სპეკულაციას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინვესტიციასა და მიღწევაზე. ჩვენ გვახსოვს ოპოზიციის პირველადი შეფასებები, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებდა. ხელშეკრულების გაფორმებისა და საერთო საწარმოს დაფუძნების შემდეგ კი ვისმენთ, რომ პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მისაღები. ხაზს გავუსვამდი, რომ პროექტის ფარგლებში რეალურად შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და თბილისში. ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტისა და ტურიზმის სექტორებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო Eagle Hills – ის პროექტის თანადამფუძნებელი და პარტნიორია. შედეგად, საქართველოს სახელმწიფო არის როგორც უშუალოდ მიწის, ასევე პროექტის თანამესაკუთრე, რომელიც გონიოსა და დედაქალაქში აშენდება.
„შედეგად, მივიღებთ გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებს და ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურ ეკონომიკურ განვითარებაში"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები

04.11.2025.16:38