მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

news image

ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას და უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული.

„ზოგადად, რაც შეეხება სისტემას, პრობლემები რომ გვაქვს, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს არის სფერო, სადაც ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ სწორედ უმაღლესი განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ხარისხის გაუმჯობესებას. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი საერთო მიზანი, რომ გავაგრძელოთ უმაღლესი განათლების რეფორმა.

დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უნივერსიტეტი. ეს თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ფორმირებული და შეუძლებელია, ჩვენი სიდიდის ქვეყანაში, 35-წლიანი ისტორიის გათვალისწინებით, რომ 64 უნივერსიტეტში, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გამოწვევების ფონზე, ჰქონდეს უზრუნველყოფილი თანაბრად მაღალი ხარისხი. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი განათლების საშუალო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს ვითარება რადიკალურად შევცვალოთ, გვინდა, რომ უზრუნველვყოთ სისტემის გარდაქმნა, იმგვარად, რომ გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.

ერთ-ერთი გამოწვევა არის ახალგაზრდების იმიგრაცია და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ სხვა ქვეყნებში. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდის ახალგაზრდა, მათი დიდი ნაწილი ქვეყნისთვის დაკარგულია. მითუმეტეს, რომ კონკრეტულ განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ ე.წ. ტვინების მიზიდვის პოლიტიკა, რასაც ძალიან წარმატებულად ახორციელებენ, საუკეთესო შესაძლებლობების და უნარის ახალგაზრდები მიდიან და რჩებიან სხვა ქვეყნებში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს არა ხელოვნურად, არამედ იმით, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი და დონე ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება ის კონცეფცია, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი. პირველი ამოცანა ეს არის დეკონცენტრაცია და ამ მიმართულებით არის კონკრეტული ქმედებები განსაზღვრული ჩვენს კონცეფციაში", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მნიშვნელოვნად მცირდება ბრაკონიერობის შემთხვევები - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

26.11.2025.15:29

ბრაკონიერობის შემთხვევების კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ კანონაღსრულების ქმედებებით, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ყოველდღიურად ახორციელებენ. 24-საათიანი პატრულირება ამცირებს ბრაკონიერობის რისკს და აღკვეთის შემთხვევებს ზრდის.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოგანათლების მიმართულებით ჩვენს აქტიურ მუშაობას. სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 ახალგაზრდა ერთვება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში. მსგავსი პროგრამები ამცირებს ბრაკონიერობის ფაქტებს და ზრდის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბუნების მიმართ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთანავე, ყველა ღონისძიება - პატრულირება, ეკოგანათლება და სხვა პრევენციული ნაბიჯები ნულიდან იწყება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისთავად ქმნის მნიშვნელოვან ეფექტს. მიუხედავად ამ ტენდეციისა, სამწუხაროდ, ბრაკონიერობის გარკვეული პრეცედენტები ჯერ კიდევ ფიქსირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა