მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე - პრემიერი

news image
Eagle Hills-ის პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი შესაძლებლობები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული  ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
 
„დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს, შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსს.
 
ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე.
 
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. 
 
გისურვებთ წარმატებებს და საქართველოს მთავრობის სახელით გპირდენით სრულ მხარდაჭერას და თანადგომას", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით ნარმანიამ სემეკის 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

21.10.2025.15:37

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2023- 2024 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში 2023-2024 წლებში არსებული მდგომარეობის, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების, გამარტივებული მომსახურებებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული მექანიზმების შესახებ.  

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში 2023-2024 წლებში მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის  ენერგეტიკულ დირექტივებსა და  რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი მაჩვენებლები 2023 წელთან შედარებით 2024 წელს გაიზარდა და 491, 283 მლნ ლარი შეადგინა. 

„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2024 წელს ფაქტობრივად განხოციელებულმა ინვესტიციებმა 212,647 მლნ ლარი შეადგინა, რაც ასევე აღემატება 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებულ 179,41 მლნ ლარის ინვესტიციას. წყალმომარაგების სექტორში  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 468.7 მლნ ლარი, ხოლო 2024 წელს  - 623.7 მლნ ლარი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.  

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებზე, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით დაბალია. 

დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა  მომხარებელთა ინტერესების დაცვაზე და ღნიშნა, რომ  2023-2024 წლებში  სემეკში კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ 6038 განცხადება/საჩივარი შევიდა. 

„გასული 2 წლის განმავლობაში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მოქალაქეებს ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ან ხანდაზმული დავალიანებები - ჯამში 6,403,783,73 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიებმა მომხმარებლებს  2023-2024 წლებში კომპენსაციის სახით 3,757,448  ლარი გადაუხადეს“, აღნიშნა დავით ნარმანიამ.   

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ინფორმაციის საჯაროობასა და კომისიის საჯარო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ამასთანავე განმარტა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ხელშემწყობი ახალი რეგულაცია და ამ კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.  

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ სემეკის 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიშებს დადებითი შეფასება მიეცა.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა