ჩვენი მოლოდინები აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულების შემდეგ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი - მარიამ ქვრივიშვილი
ჩვენი მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი ფორუმის შემდეგ - ამის შესახებ, "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც აბრეშუმის გზის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს განიხილეს.
"ჩვენი მოლოდინები ფორუმის დასრულების შემდეგ არის ძალიან პოზიტიური, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება არაერთი ხელშესახები შედეგი ფორუმის შემდეგ, რამე თუ ფორუმის ფარგლებში გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები.
შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტული პროექტებისა და ინიციატივების შესრულების გეგმებზე და ვადებზე, რაც, რა თქმა უნდა, ისახება ასევე კონკრეტულ შედეგებში და აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს პირველ რიგში - ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჩვენი როლის და ფუნქციის გაძლიერებას შუა დერეფანში და მესამე - ეს უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, როგორც ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბი.
მე ასევე ვიტყოდი, რომ ფორუმის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა ღირსეულად წარედგინა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არეალზე“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ესტუმრა. თბილისი გასულ კვირას გლობალური ყურადღების ცენტრში იყო. 76 ქვეყნიდან ჩამოსული 2300 დელეგატი, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი ინვესტორები ერთ მთავარ იდეას განიხილავდნენ - რა შეიძლება მოიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობამ და თანამშრომლობამ.
ფორუმს ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლენიანი დეველოპერი მუჰამედ ალაბარიც, ადამიანი, რომლის სახელთანაც ბურჯ ხალიფას შენობა და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მეგაპროექტია დაკავშირებული. უკვე ოფიციალურად გაიხსნა "ემაარ ჯგუფის" შვილობილი კომპანიის "იგლ ჰილსის" ოფისი: თბილისში და გონიოში დეველოპერულ პროექტებში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურის განცხადება - ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი
27.10.2025.17:41
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.
აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის.