მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები - ლაშა ავალიანი

news image

შესაბამისი პლატფორმის საშუალებით დაინტერესებულ პირებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ლოკაციების შესახებ, საიდანაც მოხდება ჯგუფების მიერ ძაღლების აყვანა, ასევე ექნებათ ინფორმაცია გრაფიკთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორი კომუნიკაცია ინტერპრეტაციის ნაკლებ საფუძველს შექმნის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ ტერიტორიისა და გრაფიკის გამოცხადების შემდეგ, მიმკედლებლის მიერ არ უნდა მოხდეს ცხოველების თვითნებურად გაყვანა აღნიშნული ლოკაციიდან. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. თუ არსებობს ცხოველის მიმკედლებელი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტი მიეწოდოს მას. ეს უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას და მიკვლევადობას. 

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ცხოველები დაუბრუნდნენ პირვანდელ ლოკაციას გარდა რამდენიმე შემთხვევისა, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება საბავშვო ბაღებს, ძალიან ბევრი მშობელი გამოხატავს უკმაყოფილებას ცხოველების უშუალოდ საბავშვო ბაღების კართან დაბრუნებასთან დაკავშირებით. ასეთ დროს შესაძლებელია ცხოველების დაბრუნება მოხდეს მიმდებარე ტერიტორიაზე და არა უშუალოდ კართან“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას - ლაშა ავალიანი

02.04.2026.14:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში არსებულ ჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც ცხოველთა ლოკაციაზე დაბრუნების წესს განსაზღვრავს. მისი განმარტებით, აღნიშნული ნორმა მკაცრად არ არეგულირებს მანძილს, თუმცა გულისხმობს, რომ ცხოველის დაბრუნება არ უნდა მოხდეს კონკრეტული ობიექტების, მაგალითად, ბაგა-ბაღების უშუალო შესასვლელებთან.

„აღნიშნული განკარგულება არ არის მკაცრი მანძილთან მიმართებაში. საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბაგა-ბაღის ჭიშკრის წინ არ უნდა მოხდეს ცხოველის დატოვება, თუმცა ეს არ ზღუდავს ახლო ტერიტორიაზე მის დაბრუნებას. ყოველთვის არსებობს ორი მხარე, ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ბაზრის ადმინისტრაციას ცხოველი ზუსტად შესასვლელთან დაუბრუნდება, მაკონტროლებელმა ორგანომ შეიძლება დააჯარიმოს იმის გამო, რომ მის ტერიტორიაზე ცხოველი თავისუფლად გადაადგილდება. ეს საკითხი საჭიროებს სწორად დარეგულირებას“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსგავსი საკითხები უფრო ეფექტიანად შეიძლება დარეგულირდეს არა უშუალოდ კანონში, არამედ პროცედურული დოკუმენტებითა და სტანდარტული ოპერაციული წესებით, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს მოქმედების მექანიზმებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა