მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

ჩვენი მიზანია ბიზნესიც მოვიცვათ, რადგან კონკურენციის სამართალი ბიზნესდავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა - ირაკლი ყანდაშვილი

news image

ადვოკატთა ასოციაცია პროფესიული მიმართულებების გაფართოებაზე მუშაობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ასოციაციის ფარგლებში უკვე 50-ზე მეტი დარგობრივი კომიტეტი ფუნქციონირებს, მათ შორის ახალი და მოთხოვნადი მიმართულებები, როგორიცაა სპორტის სამართალი, რაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად პროფესიის განვითარებას უწყობს ხელს.
„ადვოკატთა ასოციაციის კედლებში, სისტემურ მიმართულებას ვგულისხმობ, შევქმენით შესაძლებლობა, განვითარებულიყო სამართლის თითქმის ყველა დარგობრივი კომიტეტი. მათმა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა და ხელი შევუწყვეთ ისეთი დარგობრივი კომიტეტების ფუნქციონირებას, როგორიცაა, მაგალითად, სპორტის სამართალი, რომელიც დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამერიკაში, ევროპასა და არაერთ სხვა იურისდიქციაში. ასევე, მედიაციის სამართლის კომიტეტი, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით არსებული დარგობრივი კომიტეტი. ჩვენ ხელს ვუწყობთ სამართლის ყველა იმ დარგის ორგანიზაციის შიგნით დანერგვასა და განვითარებას, რაც ადვოკატების ყოველდღიურობაა არა მხოლოდ დღეს, არამედ იქნება ხვალაც.
სწორედ ასეთ დარგად მიგვაჩნია ჩვენ, მათ შორის, კონკურენციის სამართალი და ძალიან მნიშვნელოვანია ის მემორანდუმი, რომელიც 2-3 დღის წინ გაფორმდა შესაბამის სამსახურთან. ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალებით და ჩვენი ჩართულობით, მათ შორის იმიტომ, რომ ადვოკატები არიან პირები, რომლებიც მსგავსი კატეგორიის სამართლებრივ დავებზე ბიზნესის წარმომადგენლობას ახორციელებენ, ბიზნესიც რომ მოვიცვათ, რადგან ეს ბიზნესდავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარგის განვითარებაში - იგივე პრაქტიკის განზოგადების კუთხით და თუნდაც აზრთა გაცვლის თვალსაზრისით, რაც დარგს განავითარებს - ჩვენც, როგორც პროფესია, ჩართული ვიყოთ.
ეს არის, ერთი მხრივ, კონკურენციის სამართლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა, ასევე ჩვენი პროფესიული პრაქტიკის - ადვოკატების პრაქტიკის - კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის განვითარების პულსაციაზე ხელის დადების შესაძლებლობა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ინსტიტუციას, მემორანდუმის ხელმომწერს, გვაქვს ამის ნება, რომ ერთობლივი ძალებით, მათ შორის ჩვენი ჩართულობითაც, კერძო სამართლის პრაქტიკის ნაწილში მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ.
ამ შემთხვევაში ეს არ არის მცირე ნაწილი და მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ადვოკატები სწორედ იმ ბიზნესებს წარმოადგენენ, რომლებსაც შესაბამის ინსტიტუციასთან გარკვეული სადავო საკითხების წრე აქვთ. ჩვენც ერთგვარი გამტარი და პრაქტიკის დამნერგავი უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ ამით არაერთი ამ დარგით დაინტერესებული ადვოკატი თავის ადგილს იპოვის, პრაქტიკაშიც ჩაერთვება და საკუთარ პრაქტიკასაც გაამდიდრებს იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სადაც არაერთ სასწავლო კომპონენტს, მათ შორის მრგვალ მაგიდებს, ასევე პრაქტიკის განზოგადების მიზნით არაერთ ვორქშოფსა და კონფერენციას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის გამოიყენონ, რათა მან მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას - ირაკლი ყანდაშვილი

22.04.2026.21:08

ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირება და ადვოკატის როლის სწორად წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ადვოკატის მომსახურება მხოლოდ კრიზისულ ან სამართლებრივ ჩიხურ სიტუაციებში არ არის საჭირო და მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად წინასწარ, პრევენციულ ეტაპზეც მნიშვნელოვანია.
„მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებასა და მომხმარებელს ძალიან სწორი გზავნილი მივაწოდოთ და ვუთხრათ - თუ არ იციან, უნდა იცოდნენ, და მე დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, უბრალოდ ყოველთვის კარგად უნდა შევახსენოთ, რომ ადვოკატი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ჩიხური სიტუაციაა.
ადვოკატი არის ყოველდღიურ მოხმარებაში ჩასართავი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ „კულტურა არ არის“. კულტურა არის  და ძალიან დიდი კულტურაც არსებობს ბევრი მიმართულებით ჩვენს იურისდიქციასა და საზოგადოებაში. უბრალოდ, შესაძლოა, ფინანსური ნაწილი არ უწყობდეს ხელს, რაც მოხმარების დეფიციტს განაპირობებს. დიპლომატიურად, რომ ვთქვათ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან უზრუნველყოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას. მოხდეს პრევენცია და პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. ხოლო თუ დავა მაინც წარმოიშვება, რა თქმა უნდა, ადვოკატი ყოველთვის მის გვერდით იქნება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესიული გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა და მას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოციაციის პოზიციონირებას, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ადვოკატის პროფესიის საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მისი როლი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარებისა და პრო ბონო ფორუმები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და პროფესიის საზოგადოებრივ სარგებელზე ხაზგასმას.
„უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთ კონკრეტულ რეგიონში, განხორციელდეს პრო ბონო აქტივობა. ანუ ეს იქნება განგრძობადი და ადვოკატის პროფესიის ჩართულობას საზოგადოებისთვის იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით უწყვეტი ხასიათი ექნება, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ეს კიდევ ერთხელ არის დიდი გზავნილი იმისა, რომ ეს პროფესია სოციუმის გვერდით არის და ყოველთვის იქნება.
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ ძალიან კარგი ტრადიცია დავნერგეთ და აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით პროფესიული გაერთიანების წევრები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა მხარდაჭერის ინიციატივაში. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბავშვთა სახლს დავეხმარეთ, ხოლო წინა კვირას - ხანდაზმულთა სახლს. ამ მიმართულებითაც, პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოებაში ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ადვოკატის პროფესიის პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა