უპატრონოდ ძაღლის დატოვებაზე მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდება - დეტალები
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველების გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ყოველი მეორე „ესემესი“ ამ ბოლო დროს, რაც არ უნდა გასაკვირი უნდა იყოს უკავშირდება ხოლმე უპატრონო ცხოველების საკითხს. გარდა იმისა, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა, ყველა კვლევაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის დიდი და მრავალწახნაგოვანი გამოწვევაა, რასაც გვინდა ადეკვატურად ვუპასუხოთ.
უკვე რამდენიმე თვეა შესაბამისი კომიტეტი, სამინისტრო ამ საკითხებზე მუშაობენ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალბატონი მაია ბითაძის როლი და გარკვეულ გადაჭრამდე მივედით. საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა 300-დან 350-მდე მერყეობს. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლითაც გაადვილდება ძაღლის პატრონის მიკვლევა.
მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა, რადგან სამწუხაროდ თავის შინაურ ცხოველს ტოვებდა სხვადასხვა ადგილებში, სახლის გარეთ. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველების გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება თავისი ცხოველი დაჩიპოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი. ასე უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
01.08.2025.16:34
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.