ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნაბიჯები, რაც გადაიდგა, კონკრეტული პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას.
„ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე. შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ჩართული კერძო კომპანიებისთვის. ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა, ანუ, კონკრეტული მიმართულებებით პროცესების შეჩერება, ესეც ემსახურებოდა ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და ყველაფერი მოემსახურება ჩვენი მიზნის მიღწევას - თვითკმარობის უზრუნველყოფას. მთლიანად პრაქტიკა იყო პრობლემური. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიქნებით გადართული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ძალიან მალე ნახავთ სიახლეებს ამ მიმართულებით. ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფოს ჩართულობასაც, თუმცა, რა თქმა უნდა, კერძო ჩართულობაც განიხილება. შეიძლება იყოს შერეული პროექტები", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
21.10.2025.16:58
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა UPU - ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარიან ოსვალდი.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა UPU-ის მხრიდან ასახავს ჩვენი ქვეყნის ნდობას და აღიარებას მუდმივი ერთგულებისთვის რეგიონული თანამშრომლობისა და საფოსტო სექტორში მდგრადი პროგრესის მიმართ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, 1993 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორგანიზაციის აქტიური წევრია, გარდა ამისა, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს საფოსტო სფეროში და მონაწილეობს UPU - ს ეგიდით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მესამედ არჩევა საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრად 2026 – 2029 წლების ვადით, რაც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს თანამშრომლობა UPU - სთან ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების და სერვისების დანერგვას, გაააქტიურებს სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დამატებით სტიმულს მისცემს კერძო სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ საფოსტო სფეროში.
პრეზენტაციას ასევე დაესწრო საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.