მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

ჩვენ, როგორც ICAO- ს წევრი ქვეყანა მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ახალი სტანდარტები და რეგულაციები საქართველოს ყველა აეროპორტში - ლევან მოსეშვილი

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისში ICAO- ს ორდღიან რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ღონისძიებას 19 ქვეყნის 35-მდე დელეგატი ესწრება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორმატის ვორქშოფის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე. 

,,ICAO- ს რეგიონული ოფისი Airbus-თან კოლაბორაციით, პირველად მართავს მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებას საქართველოში, რომლის მასპინძლებიც ვართ. ვორქშოფი გულისხმობს  ICAO- ს მიერ აეროდრომის ხელოვნური საფარის შეფასების რეიტინგის  ახალი სისტემის დანერგვას. 

აქ წარმოდგენილია საქართველოს ყველა აეროპორტი. ჩვენ, როგორც ICAO- ს წევრი ქვეყანა მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ახალი სტანდარტები და რეგულაციები საქართველოს ყველა აეროპორტში. მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ აეროპორტი სრულად დააკმაყოფილებს ICAO- ს სტანდარტებს, რეკომენდირებულ პრაქტიკას და ყველა მოთხოვნას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება. 

შეფასების ახალი სისტემა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის ეფექტურად გამოყენებისა და დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

12.11.2025.11:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„შეძრწუნებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. დაიღუპა 20 ადამიანი - ეს უდიდესიდანაკარგია მთელი თურქეთისთვის, ამ მძიმე დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად", - აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა