მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე - ირაკლი კობახიძე

news image

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა, დღეს მოქმედებს ეს სისტემა, არის შესაბამისი მიმართულება განათლების სამინისტროში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისად ეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში ხარისხის ფორმა ფორმალურ ხასიათს ატარებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხარისხის მართვის სამსახურში შედის კურიკულუმები, სილაბუსები, ხდება მათი გადამოწმება, თუმცა ეს არსებითად ფორმალური პროცედურაა.

„ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ზუსტად იდენტური დიპლომი, გაცემული სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან არის განსხვავებული ხარისხის შინაარსობრივად. მაგალითად გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მოქმედებს 100-მდე სახელმწიფო სხვადასხვა უნივერსიტეტი, თითო ქალაქში მოქმედებს თითო უნივერსიტეტი ბერლინის გარდა, სადაც ორია, არსებითად, სწავლების ხარისხი შინაარსობრივად ერთი და იგივეა და სახელმწიფო გასცემს დიპლომს, რაზეც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენთან ასე არ არის. ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის - მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მნიშვნელოვნად მცირდება ბრაკონიერობის შემთხვევები - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

26.11.2025.15:29

ბრაკონიერობის შემთხვევების კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ კანონაღსრულების ქმედებებით, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ყოველდღიურად ახორციელებენ. 24-საათიანი პატრულირება ამცირებს ბრაკონიერობის რისკს და აღკვეთის შემთხვევებს ზრდის.

„დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოგანათლების მიმართულებით ჩვენს აქტიურ მუშაობას. სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 ახალგაზრდა ერთვება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში. მსგავსი პროგრამები ამცირებს ბრაკონიერობის ფაქტებს და ზრდის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბუნების მიმართ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთანავე, ყველა ღონისძიება - პატრულირება, ეკოგანათლება და სხვა პრევენციული ნაბიჯები ნულიდან იწყება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისთავად ქმნის მნიშვნელოვან ეფექტს. მიუხედავად ამ ტენდეციისა, სამწუხაროდ, ბრაკონიერობის გარკვეული პრეცედენტები ჯერ კიდევ ფიქსირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა