მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც თბილისს მისცა გაზრდილი ბიუჯეტი, მეტი რესურსი სოციალური პროგრამებისთვის, მეტი შესაძლებლობა გზების, ეზოების, სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის და საბავშვო ბაღების მოსაწესრიგებლად - ზურაბ აბაშიძე

news image

„თბილისი ყოველდღიურად გვთხოვს მეტ ყურადღებას, მეტ შრომასა და მეტ პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, ერთობით, განსხვავებული აზრის პატივისცემით და საერთო მიზნის ერთგულებით ჩვენ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საკრებულოში მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ 2025 წელი შეაჯამა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა თბილისის მერს, კახა კალაძეს, ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გადაუხადა. მისი თქმით, სხვადასხვა თემაზე მუშაობას ხშირად თან ახლდა მწვავე კითხვები, განსხვავებული პოზიციები და ცხარე დებატები, მაგრამ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამოსავალი წერტილი ყოველთვის თბილისელების ინტერესები იყო.

„დღეს 2025 წლის ბოლო სხდომას ვატარებთ და მინდა,  ერთგვარი ანგარიშით წარვდგე თქვენ წინაშე. როცა ამ დარბაზში ვიმყოფები, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩამოვთვალო მიღწევები, არამედ გაგიზიაროთ ის პასუხისმგებლობა და ემოცია, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის საკრებულოს წევრობას ახლავს.

2025 წელს წინა და ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ სწორედ ამ დარბაზში  ჩავატარეთ 17 სხდომა, განვიხილეთ 730 საკითხი, რომლებიც შეეხებოდა ქალაქის ბიუჯეტს, სოციალურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურას, ურბანულ განვითარებას და თვითმმართველობის გაძლიერებას. თითოეული საკითხის უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული რაიონები და უბნები, კონკრეტული პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას ელოდა. ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც თბილისს მისცა გაზრდილი ბიუჯეტი, მეტი რესურსი სოციალური პროგრამებისთვის, მეტი შესაძლებლობა გზების, ეზოების, სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის და საბავშვო ბაღების მოსაწესრიგებლად. ეს არ იყო მარტივი დისკუსიები, ხშირი იყო განსხვავებული პოზიციები, მწვავე კითხვები და ემოციური დებატები, მაგრამ ყოველთვის ერთი მიზნით: თბილისელების ინტერესით. მადლობა თითოეულ დეპუტატს ჩართულობისთვის, კრიტიკისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ შრომისთვის, რომელიც ხშირად თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ქალაქისთვის გადამწყვეტია“,  - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული მადლობა საკრებულოს აპარატს, კომისიებსა და თანამშრომლებს გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების გარეშე საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც თბილისს მისცა გაზრდილი ბიუჯეტი, მეტი რესურსი სოციალური პროგრამებისთვის, მეტი შესაძლებლობა გზების, ეზოების, სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის და საბავშვო ბაღების მოსაწესრიგებლად - ზურაბ აბაშიძე

26.12.2025.15:30

„თბილისი ყოველდღიურად გვთხოვს მეტ ყურადღებას, მეტ შრომასა და მეტ პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, ერთობით, განსხვავებული აზრის პატივისცემით და საერთო მიზნის ერთგულებით ჩვენ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საკრებულოში მიმდინარე წლის ბოლო სხდომაზე გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ 2025 წელი შეაჯამა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა თბილისის მერს, კახა კალაძეს, ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს და საკრებულოს წევრებს გადაუხადა. მისი თქმით, სხვადასხვა თემაზე მუშაობას ხშირად თან ახლდა მწვავე კითხვები, განსხვავებული პოზიციები და ცხარე დებატები, მაგრამ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამოსავალი წერტილი ყოველთვის თბილისელების ინტერესები იყო.

„დღეს 2025 წლის ბოლო სხდომას ვატარებთ და მინდა,  ერთგვარი ანგარიშით წარვდგე თქვენ წინაშე. როცა ამ დარბაზში ვიმყოფები, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩამოვთვალო მიღწევები, არამედ გაგიზიაროთ ის პასუხისმგებლობა და ემოცია, რომლებიც ჩვენი დედაქალაქის საკრებულოს წევრობას ახლავს.

2025 წელს წინა და ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ სწორედ ამ დარბაზში  ჩავატარეთ 17 სხდომა, განვიხილეთ 730 საკითხი, რომლებიც შეეხებოდა ქალაქის ბიუჯეტს, სოციალურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურას, ურბანულ განვითარებას და თვითმმართველობის გაძლიერებას. თითოეული საკითხის უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული რაიონები და უბნები, კონკრეტული პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას ელოდა. ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც თბილისს მისცა გაზრდილი ბიუჯეტი, მეტი რესურსი სოციალური პროგრამებისთვის, მეტი შესაძლებლობა გზების, ეზოების, სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის და საბავშვო ბაღების მოსაწესრიგებლად. ეს არ იყო მარტივი დისკუსიები, ხშირი იყო განსხვავებული პოზიციები, მწვავე კითხვები და ემოციური დებატები, მაგრამ ყოველთვის ერთი მიზნით: თბილისელების ინტერესით. მადლობა თითოეულ დეპუტატს ჩართულობისთვის, კრიტიკისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ შრომისთვის, რომელიც ხშირად თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ქალაქისთვის გადამწყვეტია“,  - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული მადლობა საკრებულოს აპარატს, კომისიებსა და თანამშრომლებს გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების გარეშე საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა