„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიისა“ და „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალურ გაზსადენებზე სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, დირექტორთან ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ DN1200 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენსა და „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN700 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალი გზისა და ხიდების მშენებლობის გამო, მილსადენი, შვიდ მონაკვეთზე, ცამეტ სხვადასხვა ადგილას, ადგილმდებარეობას იცვლის ისე, რომ მისი გამართული ფუნქციონირება არ ფერხდება.
მიუხედავად რთული რელიეფური პირობებისა, სამუშაოები, კონტრაქტორი კომპანიის შესრულებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური გეგმისა და ყველა საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
20.10.2025.13:25
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ყველა ლოკაცია მზადაა წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩასატარებლად. 22 - 23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს.
ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. გახსნითი პანელი - მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართება.
წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
2025 წელს ღონისძიების სლოგანი იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.