ჩოხატაური-ბახმაროს გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 95-ე დაბადების დღეს ულოცავს
23.02.2026.14:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს 95 წლის იუბილეს ულოცავს.
„პროფესორ გიორგი მაღალაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გამორჩეულია როგორც მასშტაბით, ისე მნიშვნელობით. მისი კვლევები, ფუნდამენტური შრომები და პრაქტიკული საქმიანობა ფასდაუდებელია ქართული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ბატონი გიორგის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ გიორგი მაღალაშვილის ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი და მკვლევარი დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროფესორ გიორგი მაღალაშვილის 95 წელი ღირსეული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული გზაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სამშობლოს, მის ოჯახს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მეცნიერებასა და მომავალი თაობების აღზრდას.
მრავალჟამიერ, ბატონო გიორგი!“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
გიორგი მაღალაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორია. მას 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.