მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული პროდუქციის უფრო კიდევ მეტ პოპულარიზაციას და გაზრდილ ექსპორტს - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

„ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ყურადღებას ქართული პროდუქციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში გაზრდილ ექსპორტში აისახება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაში (China International Import Expo (CIIE)) საქართველო 2018 წლიდან რეგულარულად, უკვე მერვედ მონაწილეობს. წელს გამოფენაში ტრადიციულად 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქციით. 

საგამოფენო სივრცე, სადაც საქართველო სამი პავილიონია განთავსებული, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სამთავრობო დელეგაციის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი ნადარეიშვილმა და გენადი არველაძემ დაათვალიერეს.

„გამოფენის სტუმრებს საქართველოს ეროვნულ პავილიონში ვთავაზობთ ინფორმაციას ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ფოლკლორის შესახებ, ასევე წარმოდგენილია სასმლის, საკვების  და სამომხმარებლი პროდუქციის პავილიონები. ჩვენი რეალური მოლოდინია, რომ სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი საკვების, სასმლის, ასევე ტექსტილისა და სამომხმარებლო საქონლის მიმართულებები", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველო სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობს. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის

11.12.2025.16:45

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშები გაუხსნას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი პროვაიდერებისთვის ეროვნული ბანკის ახალ საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ანგარიშის გარეშეც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მათ დამატებით მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

ნიშანდობლივია, რომ ანგარიშსწორების ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციული ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციური და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარების ფაქტორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა