მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

„ჩენდლერის ინსტიტუტის" გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასებ - მარიამ ქვრივიშვილი

news image
„ჩენდლერის ინსტიტუტის" გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასება. 
 
„ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, მათ შორის სამოქმედო გეგმა, რომელიც განაწილებულია თითოეულ სამინისტროსა და უწყებაზე. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომ მოხდეს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის განახლება, რაც ძალიან კონკრეტული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი იქნება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 
 
„ჩენდლერის ინსტიტუტმა" გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის" ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.  აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს. ევროპის საუკეთესო სამეულში კი შემდეგი ქვეყნები შევიდა: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.
 
მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე - რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა.
 
„10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ გვექნება კონკრეტული საზომები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეულ დარგში, ისევე როგორც მიმართულებაში. შედეგად ჩვენი ქვეყნის შიგნით, მათ შორის შიდა და საერთაშორისო ინვესტორებს ეცოდინებათ, თუ რა პროექტებს განახორციელებს საქართველო მომდევნო 10 წლის განმავლობაში და როგორი იქნება ის გეგმა-გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც თითოეული პროექტის აღსრულება მოხდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ინგა ფხალაძემ გაეროს განვითარების პროგრამის ენერგეტიკის ცენტრის დირექტორთან საქართველოს ენერგეტიკული პროექტები განიხილა

04.11.2025.14:28

„საქართველო პოზიცირებს, როგორც განახლებადი ენერგიების დამაკავშირებელი ხიდი ევროპასთან და რეგიონული განვითარების ახალი ერის უზრუნველყოფის მიზნით იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, ციფრულ სისტემებსა და ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობას", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა გაეროს გაეროს განვითარების პროგრამის  (United Nations Development Programme – UNDP)  ენერგეტიკის ცენტრის დირექტორი, რიად მედები სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან შეხვედრას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში საერთაშორისო ფორუმის „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც წაახალისებს რეგიონებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობას, ასევე აზერბაიჯანის ინიცირებულ პარალელურ გეგმაზე, რომელიც დამატებით 4 გიგავატი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს და შავ ზღვას გადააქცევს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გაცვლის დერეფნად ევროკავშირს, თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის.  

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე ტენდენციები, მათ შორის, მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, შემნახველი ბატარეებისა და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა