მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიში ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში ფუნქციონირებენ დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ეფექტიან მიწოდებაზე არიან ორიენტირებულნი - ვახტანგ ცინცაძე

news image

ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა. შედეგად, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, საქართველო ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 25-ე, ევროპის მასშტაბით მე-17-ე, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობო ლიდერია.  

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანაში ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო არსებობს, რომელიც ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. „ამასთან, ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ეფექტიან მიწოდებაზეა ორიენტირებული. ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის განვითარების კუთხით კარგ საფუძველს ქმნის, რომელიც, თავის მხრივ, კერძო სექტორის შემდგომ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა ორიენტირებული," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. 

ბიუროკრატიის ხარისხის შეფასების შედეგებით, საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს 17 წევრ სახელმწიფოს. მათ შორის არიან იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ხორვატია, ბალტიის ქვეყნები, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

12.03.2026.12:12

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს  ბენ ჟოუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყებას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ხელი შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას  და კონკურენციის ზრდას.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მსგავსი კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ბიზნეს გარემო საკმაოდ მიმზიდველია, ხოლო რეგულაციები ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრადიციულ საბანკო სექტორთან ერთად სულ უფრო მეტად ვითარდება არასაბანკო საფინანსო სექტორიც, რომელიც ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებლებითაც არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი არის კრიპტო აქტივების ბაზარზე ლიდერი კომპანია  Bybit, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ასეთი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს მეტ კონკურენციას და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს გადახდების სფეროში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც შეხვედრაზე Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში ლიცენზიის მიღების პროცესი მკაცრი და დეტალურია, თუმცა ამავდროულად გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია. მათ მიერ შექმნილი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი რეგულაციური გარემო საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის Bybit-ს, ქვეყანაში ოპერირების და ინვესტირების მოტივაციას აძლევს”, - განაცხადა ბენ ჟოუმ.

როგორც Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს არაერთი ინიციატივა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პარტნიორობას, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს. ასევე ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგულირებულ ჩარჩოში ციფრული აქტივების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლიანი მონაწილეობის წახალისებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები, ასევე,  Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა