ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები - Retail Association-ის აღმასრულებელი დირექტორი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე
ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, - განუცხადა ჟურნალისტებს Retail Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ქაშაკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს.
„ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. გავშალეთ ციფრები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ყველა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ რეჟიმშიც, ჯგუფურ რეჟიმშიც. საერთოდ არ ყოფილა დამტკიცების რეჟიმში საუბარი. ეს იყო დიალოგი, ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც.
დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება. სახელმწიფო, თავისი მხრივ მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. რაღაც გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება“, - აღნიშნა სოფიკო ქაშაკაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 თებერვალს საქართველოში
18.02.2026.09:48
18 თებერვალს ქუთაისში მზიანი ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში წვიმიანი დღეა. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მცირე ნალექი იქნება. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +15, ღამით კი +3 დაფიქსირდება.
ბორჯომში მზიანი დღეა, +17 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ნალექი ომალოშიც იქნება, +5 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოღრუბლული და უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო და მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.