ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები”, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.