მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ბოლო წლებში თბილისში სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი ახალი საავტომობილო ხიდი და ორი ახალი გვირაბი აშენდა - ირაკლი ბენდელიანი

news image

ბოლო წლების განმავლობაში თბილისში სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი  ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი აშენდა.

 

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ბოლო წლებში დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.  

 

ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გავაკეთეთ, არის უნივერსიტეტი - ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო  გვირაბის მშენებლობა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების  დასახლების დამაკავშირებელი  საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ჯამურად, ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სამი ახალი ესტაკადა და პანდუსი, ერთი  ახალი საავტომობილო ხიდი, ორი ახალი გვირაბი“,  - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა

 

მისივე თქმით, გარდა ახალი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობისა, აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც

 

პირველი, ეს იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდს; აშენდა  ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარი; განხორციელდა კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებული გზაგამტარის სრული რეაბილიტაცია; კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოვაწყვეთ ახალი ესტაკადა; ესტაკადა გაკეთდა გელოვანის გამზირზეც“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა

 

მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დაგეგმილია ორთაჭალჰესის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

 

ამასთან, მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ასევე, წარმოადგენს წყალმომარაგების, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების არარსებობა და ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც არაერთი სამუშაო ჩატარდა

 

მაგალითისთვის, კაიროს მთლიან დასახლებაში მოეწყო წყლისა და წყალარინების სისტემა, ასევე, სანიაღვრე ქსელები; ივერთუბნის დასახლებაში, პირველ ეტაპზეგანვახორციელეთ წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა, შემდეგ კი დასახლების 32 ქუჩა დაიქსელა მიწისქვეშა კომუნიკაციებით და დღეის მდგომარეობით ამ ინფრასტრუქტურით 1 000-მდე ოჯახის სარგებლობს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

23.06.2025.16:36

23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს  წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და  თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.

მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია  უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის  ინვესტიციას განახორციელებს

ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაასწორედ ამ მიმართულებით  2025 წელს  ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში  წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში  - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.

2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც  ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს  ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.

ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.

მოძველებული ქსელების განახლების პარალელურადჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.

განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები

გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა