ბოლო წლებში თბილისში 8 293 საპარკინგე ადგილი დაემატა
თბილისში 2021-2025 წლებში სხვადასხვა ლოკაციაზე დაემატა 8 293 საპარკინგე ადგილი. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში „ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა“ არის აღნიშნული, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერიამ გუშინ გამართა.
ირკვევა, რომ ჯამში 12 980 საპარკინგე ადგილია განსაზღვრული.
პრეზენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქუჩის მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომა გაუმჯობესდა, პარკირების ადგილებზე ვიზიტორთათვის პარკირება გამარტივდა და საპარკინგე ზონებში სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა.
ზონალური პარკირება სრულიად უფასოა: ადგილობრივ მცხოვრებთათვის, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისთვის, A კატეგორიის ტაქსებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები სადაც განთავსებული შესაბამისი პარკირების ნიშნები:
პარკირების ნიშანს შეიძლება ახლდეს დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა), რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გაჩერების ხერხს.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.