მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101.6
-0.0037
flag
AZN 1.6036
-0.0003
flag
CNY 37.943
-0.0002
flag
EUR 3.1287
-0.0086
flag
GBP 3.6632
-0.0054
flag
KZT 52.43
-0.0012
flag
TRY 0.0689
-0.0001
flag
USD 2.727
-0.0006

ბოლო წლებში თბილისში 8 293 საპარკინგე ადგილი დაემატა

news image

თბილისში 2021-2025 წლებში სხვადასხვა ლოკაციაზე დაემატა 8 293 საპარკინგე ადგილი. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში „ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა“ არის აღნიშნული, რომლის პრეზენტაციაც თბილისის მერიამ გუშინ გამართა.

ირკვევა, რომ ჯამში 12 980 საპარკინგე ადგილია განსაზღვრული.

პრეზენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქუჩის მცხოვრებთათვის საპარკინგე ადგილებზე წვდომა გაუმჯობესდა, პარკირების ადგილებზე ვიზიტორთათვის პარკირება გამარტივდა და საპარკინგე ზონებში სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა.

ზონალური პარკირება სრულიად უფასოა: ადგილობრივ მცხოვრებთათვის, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისთვის, A კატეგორიის ტაქსებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.

გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები სადაც განთავსებული შესაბამისი პარკირების ნიშნები:

  • ფასიანი პარკირების ადგილი;
  • ადგილი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის;

პარკირების ნიშანს შეიძლება ახლდეს დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა), რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გაჩერების ხერხს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ - მედიაგარემო გაჯანსაღდეს | კახა ბექაური

19.06.2025.19:43

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება.  ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება. არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ კანონი აუცილებლად დასაცავია, რადგან ისეთ ელემენტარულ და საბაზისო ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას მოითხოვს, რაც მედიამ კარგად იცის. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის აღსრულების ნაწილში კომისია მაქსიმალურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა დარღვევები მაქსიმალურად იქნას აღმოფხვრილი, განსაკუთრებით თუ ეს არის შეცდომა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედია ამას მიზანმიმართულად და განგებ აკეთებს, პროცესში ესეც ნათლად გამოჩნდება და კომუნიკაციების კომისიას ამაზეც შესაბამისი რეაგირება ექნება.  

„მე ჟურნალისტიკა კარგად ვიცი და დიდი ხანი ვმუშაობდი ტელევიზიაში და რასაც მე ვუყურებ, ჩანს რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ცოდნა არ აქვს. მაგრამ ეს არ იქნება განმსაზღვრელი, რომ ამის გამო დაისაჯოს მედია, ჩვენ უნდა ვასწავლოთ, სტანდარტი უნდა ავამაღლოთ, კომისია ამისკენ ვიქნებით მოტივირებული. უნებლიე შეცდომების გამო არ დაისჯება არცერთი ტელევიზია.  ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, მთავარია მიზანმიმართულად არ მოხდეს კანონის დარღვევა.   არათუ მზაობა გვაქვს, არამედ მოტივირებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ და ვითანამშრომლოთ.  ჩავატაროთ იმდენი სამუშაო შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, მათ შორის კომისიის წევრების ჩართულობით, ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ.  მაუწყებლებს თუ კითხვები გექნებათ რეგულარულ რეჟიმში ჩვენგან მზაობა იქნება, რომ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოთ კონსულტაცია და ჩვენი აზრი მოისმინოთ,“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე.  

კახა ბექაურმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა ჯერ-ჯერობით, რომელმაც კომისიასთან სამუშაო შეხვედრა ითხოვა, ეს პროცესი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. 

„სხვათა შორის „ტვ პირველი“ ერთადერთი ტელევიზიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სამუშაო შეხვედრებზე. უფრო სწორად შედგა სამუშაო შეხვედრა, სურვილი „ფორმულამაც“ გამოთქვა, თუმცა შეხვედრაზე არ მოვიდა. სხვა არხებს საერთოდ არც სურვილი გამოუხატავთ, მაგრამ ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, და მე მგონია, რომ მედიასაც უნდა ქონდეს. ამ კუთხით მე ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას და თუ დღეს ამას ვერ ხედავთ, ხვალ დაინახავთ აუცილებლად“, - განაცხადა კახა ბექაურმა.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა