ბოლო 6 წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გასამმაგდა - TBC Capital
2024/25 სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა და 188 ათასი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის სექტორულ კვლევაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ 2024 წელს 8%-იანი ზრდის შემდეგ, საბაკალავრო პროგრამის ფასი კვლავ გაიზარდა 2025/26 სასწავლო წლისთვის 2.2%-ით და 5,019 ლარი შეადგინა.
2024/2025 წელს სტუდენტების რაოდენობა 10,080 სტუდენტით გაიზარდა. Ზრდის მთავარი წყარო უცხოელი სტუდენტები არიან და მათი 80% კერძო უნივერსიტეტს ირჩევს.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გასამმაგდა. შობადობის და მიგრაციის გათვალისწინებით, სტუდენტების მოსალოდნელი რაოდენობა მომავალ ათ წელიწადში კლებადია, ამიტომ უცხოელი სტუდენტები მომავალშიც მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება უნივერსიტეტებისთვის“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
23.10.2025.14:59
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსიტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წაადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:
„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე, 28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა.
მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირება კონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულიციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.