მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

ბიუჯეტში თანხები გაიზარდა და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებისთვის 100 მილიონია გამოყოფილი - კახა კალაძე

news image
mbc image

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში თანხები გაიზარდა და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებისთვის 100 მილიონია გამოყოფილი. 

„გვქონდა გარკვეული გამოწვევები, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ვაღწევდით მოსახლეობის 100%-იან შეთანხმებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია პროექტის განხორციელება. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს შევეხოთ კერძო საკუთრებას, თუ არ არის კონკრეტული მცხოვრების თანხმობა. თავიდან უფრო მეტი გამოწვევა იყო, რადგან რაღაცნაირად შეშინებული იყო მოსახლეობა და ამასაც თავისი ახსნა აქვს. იყო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქის მოსახლოებას, გვახსოვს უამრავი დაუმთავრებელი შენობა რამხელა გამოწვევა იყო, მაგრამ აქაც ჩვენი ჩართულობით 12 ათასი ოჯახი გავაბედნიერეთ. როდესაც რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ, ხალხმა ეს დაინახა. ეს პროექტები უპრობლემოდ განხორციელდება და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების მაგივრად ადამიანებს ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, რომელიც იქნება გარემონტებული და მოწესრიგებული. იმედი მაქვს უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

25.09.2026.17:04

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.

ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველურიწარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.

ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები,ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები,კოლიფორმები,  სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველურისურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულადაკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთშემთხვევაში არ გამოვლენილა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულგასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსურიმოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცისსაწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულიასხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიცეტაპობრივად გახდება ცნობილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა