მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

თენგიზ ნასარიძემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას.

„სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. მსგავს მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობით, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ცნობადობის ზრდას და რეალიზაციას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის (შპს ჩელთის, შპს აჩინებულის, შპს თორელი ვაინსის, შპს დაბის, სს თელიანი ველის, შპს გემუანის, ი/მ გოჩა ოთარაშვილის, შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის, შპს მტევინოს, შპს თენგიზ ბალუაშვილის ქართული ვაზი და ღვინის, შპს თიემთის, შპს ქართული ლიმონათის, შპს ტერაქისი ღვინოების, შპს ჩემპის, შპს მაისტერ ბრაუს) პროდუქცია - თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გამოფენის მონაწილე კომპანიებიდან 8 სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, ყოველ წელს მატულობს ქართული პროდუქციის ცნობადობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

„გამოფენაში მონაწილება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს ევროპის ბაზარზე, კონკრეტულად კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოფენის ფორმატი იძლევა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობასაც, რომლის ფარგლებშიც ასევე მოხდება ქართულ პროდუქციის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ საქართველოს სტენდთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან კერობიანს უმასპინძლა და წარმოდგენილი პროდუქცია გააცნო. თენგიზ ნასარიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრ მადის კალასთან და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესთან.

წელს გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი, 400000-ზე მეტს აღწევს.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, უკვე 98 წელია ყოველწლიურად იმართება. გამოფენა 29 იანვარს დასრულდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

01.04.2026.15:14

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენებზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პლასტმასის ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებაზე გარემოსა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებს, მათ შორის, ნარჩენების სეპარირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები გარემოს დაცვის საკითხებზე.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე კულტურის დანერგვას და მომავალ თაობაში ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა