ბერ-მონაზვნებისა და ტურისტებისთვის ამ ეტაპზე გადაადგილება ხევის კალაპოტისკენ შეზღუდულია - გარემოს ეროვნული სააგენტო
შიო-მღვიმის მონასტერთან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა, გეოლოგები და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმყოფებიან.
პირველადი შეფასებით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავით პროცესს, გამოფიტული მასის ჩამოქცევას. საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა დაგეგმილია დამატებითი გეოლოგიური კვლევები.
„მინიმალურია საფრთხე. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. გადაადგილება შეზღუდულია ხევის კალაპოტისკენ, რათა ბერ-მონაზვნების, ხალხის, ტურისტების გადაადგილება ამ ეტაპზე შეიზღუდოს. ჩემი ინფორმაციით, ხევის გაწმენდის სამუშაოები უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რამაზ კობერიძემ.
სხვა სიახლეები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
18.11.2025.16:37
მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 20 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.