მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

news image
  • ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებაზე შსს განცხადებას ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით.

გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ახდენენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიის, ასევე, ნავსადგურების დათვალიერებას, აგრეთვე ახორციელებენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლის მონიტორინგს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები კი სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად მონიტორინგს ახორციელებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და კოორდინირებულად მუშაობენ. ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ინფორმაციაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს კრიმინალური პოლიცია.

სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის მეშვეობით მოახდენენ სანაპირო ზოლის დაცვის მონიტორინგს, განახორციელებენ უსაფრთხოების შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ამასთანავე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება. რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ინფორმაციის მოწოდება.

კერძოდ, ბულგარეთის შავი ზღვის სასაზღვრო საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრიდან და თურქეთის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო სივრცეში (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა) აღმოჩენილი მცურავი ნაღმების შესახებ.

ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი) შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. .

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა