ბათუმში, შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025–2027 წლების გეგმის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა
ქალაქ ბათუმში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025–2027 წლების გეგმის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა ჩატარდა.
აღნიშნული გეგმა, სახელმწიფო უწყებებისა და შავი ზღვის ზონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. საჯარო განხილვები კი, ჰაერის ხარისხის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას და საჯარო მმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გეგმის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მომზადებული და სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია.
საჯარო კონსულტაციების ფარგლებში გამართული შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.21:05
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა დატოვა. სიახლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.
წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, - წერს გიორგი ხუბუა.