მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ბათუმი - სარფის გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

news image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბათუმი - სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ.

ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.

ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე:

https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1762328058

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის

11.12.2025.16:45

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშები გაუხსნას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი პროვაიდერებისთვის ეროვნული ბანკის ახალ საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ანგარიშის გარეშეც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მათ დამატებით მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

ნიშანდობლივია, რომ ანგარიშსწორების ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციული ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციური და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარების ფაქტორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა