ბაკურიანში, მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში დაიწყო.
საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი ასპარეზობს.
ჩემპიონატში ტოპ-10 და ასევე სხვა მედალოსანი სპორტსმენები მონაწილეობენ.
„შეჯიბრის ყურადღების ცენტრში არიან მსოფლიო ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერები: ჯაკარა ენტონი (ავსტრალია) და მიქაელ კინგსბერი (კანადა), რომლებიც დომინირებენ მაგნატთა რეიტინგში. ხაგზასასმელია, რომ კინგსბერი საქართველოში ბრუნდება, როგორც კოხტა მოგოლთა კურსზე მოქმედი ორმაგი მსოფლიო ჩემპიონი. რაც შეეხება ენტონის, რომელმაც გასულ წელს ნაკლები წარმატება განიცადა, მას გადაწყვეტილი აქვს გააძლიეროს თავისი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის რეიტინგში" - აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ქალთა შეჯიბრში, გამორჩეული სპორტსმენები არიან რინო იანაგიმოტო (იაპონია) და ოლივია ჯაჩიო (აშშ), -ეს უკანასკნელი აშშ-ის ძლიერი გუნდის ლიდერია და მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ-ათეულში შედის.
ჩემპიონატი მოგულის დისციპლინაში 23 დეკემბერსაც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია 17 ქვეყანაში მიმდინარეობს.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები "სილქნეტი" და „ბორჯომი".
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 95-ე დაბადების დღეს ულოცავს
23.02.2026.14:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს 95 წლის იუბილეს ულოცავს.
„პროფესორ გიორგი მაღალაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა გამორჩეულია როგორც მასშტაბით, ისე მნიშვნელობით. მისი კვლევები, ფუნდამენტური შრომები და პრაქტიკული საქმიანობა ფასდაუდებელია ქართული გეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. ბატონი გიორგის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორ გიორგი მაღალაშვილის ღვაწლი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. მის მიერ აღზრდილი არაერთი სტუდენტი და მკვლევარი დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროფესორ გიორგი მაღალაშვილის 95 წელი ღირსეული და ნაყოფიერი ცხოვრებისეული გზაა, რომელიც მთლიანად უკავშირდება სამშობლოს, მის ოჯახს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მეცნიერებასა და მომავალი თაობების აღზრდას.
მრავალჟამიერ, ბატონო გიორგი!“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
გიორგი მაღალაშვილი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორია. მას 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.