მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

ბაკურიანში ბავშვთა თასი 2024 გაიმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool Card-ი „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერია.

10 მარტს „ბავშვთა თასი 2024“ ბაკურიანში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც რეგიონის სპორტსკოლების მოსწავლეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.

შეჯიბრის შედეგად U10, U12, U14 ასაკობრივ კატეგორიებში 6 გამარჯვებული გამოვლინდება.

ბაკურიანი მთის კლუბების ასოციაცია 2018 წლიდან ყოველ წელს ატარებს ბავშვთა სათხილამურო შეჯიბრს. ბავშთა თასის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრების, მათ შორის საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით შეჯიბრი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რადგან სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობენ ხელს სფეროს განვითარებას“,- აცხადებენ მთის კლუბების ასოციაციაში .

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ „ბავშვთა თასი 2024“-ის მხარდამჭერები ვართ. ღონისძიება წარმოადგენს შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შეიძინონ ახალი მეგობრები და სასიამოვნოდ გაატარონ დრო ბაკურიანში. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიძენენ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

07.04.2026.15:48

ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.

ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა