მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ბახტრიონის ქუჩაზე ვაკისის, ასევე, ქვაბულის ფერდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მერია 1,9 მლნ ლარამდე დახარჯავს

news image

საყრდენი კედლის მოწყობისა და დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენისთვის მერია  1 850 000 ლარს დახარჯავს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ (წრიულზე) საავტომობილო გზის ასფალტის საფარის ქვეშ არსებულ გრუნტებში ჯდენითი დეფორმაციები განვითარდა. აღნიშნული გზის მონაკვეთის მომიჯნავედ, სამშენებლო ქვაბულის მოწყობის პროცესში განხორციელებულმა გრუნტების ექსკავაციამ ( გრუნტები ვერტიკალურად არის ჩაჭრილი მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების გარეშე) კი საბოლოოდ დაარღვია საავტომობილო გზის საყრდენი კედლისა და შესაბამისად, გზის კონსტრუქციის მდგრადობა და ასფალტის საფარზე წარმოქმნა ახალი ნაპრალები.

თამარაშვილის ქ. №13-ში, სპორტული დარბაზის/კომპლექსის მშენებლობისას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მერიამ შპს „კორტები“ 30 000 ლარით დააჯარიმა. იმავდროულად, „კორტები“-ს დაევალა სპორტული კომპლექსის მშენებლობისას მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა, კერძოდ, საჭიროა შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავტომობილო გზის (ბახტრიონის ქ. №30-ის მიმდებარედ) კონსტრუქციის მდგრადობა. ასევე, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, სავალდებულოა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნება განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა გამაგრების პროექტთან და საავტომობილო გზის კონსტრუქციის უსაფრთხოება.

თუმცა ამის შემდეგ, 10 ოქტომბერს შპს „კორტების“ დირექტორის, დავით კოპაძის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 2 ოქტომბრის №001898 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ (წრიულზე) გზის ვაკისის, ასევე, ქვაბულის ფერდის მდგრადობა, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული სამუშაოები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო შემდგომში მოხდეს რეგრესით წესით მერიისათვის თანხის დაბრუნების მოთხოვნა იმ პირ(ებ)ისაგან, რომლებსაც დაადგენს სასამართლო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

01.01.2026.16:40

1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. კერძოდ, ძალაში შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე - 300 ლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა