მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7093.9
-0.0326
flag
AZN 1.5966
-0.0058
flag
CNY 38.216
-0.0032
flag
EUR 3.161
-0.0028
flag
GBP 3.6232
-0.0048
flag
KZT 50.51
-0.0008
flag
TRY 0.0647
-0.0002
flag
USD 2.7152
-0.0089

ADB-მ საქართველოს $233.2 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა - როგორია მიზნობრიობა

news image

 

მანილა, ფილიპინები (24 ოქტომბერი, 2025 წელი) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 233.2 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგების მიწოდებას.

შედეგებზე დამყარებული სასესხო პროგრამა — „საქართველო: სუფთა, ადგილობრივი და თანაბარი წვდომა წყლის რესურსებზე" — გამიზნულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური მიწოდების უზრუნველსაყოფად. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ მცირე 100 სოფელში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის გაფართოება და რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის უწყვეტ მიწოდებას.

„ახალი პროგრამა აგრძელებს ADB-ის წყალმომარაგების მხარდაჭერის ათწლიან გამოცდილებას, რომლის შედეგად საქართველოს უკვე 13 ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს," — აღნიშნა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „გაზრდილი მხარდაჭერა გააუმჯობესებს ცხოვრების პირობებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს საქართველოს სოფლებში, სადაც საბჭოთა პერიოდის მოძველებულ წყლის სისტემებში ინვესტიციების ნაკლებობაა."


 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შემოსავლების სამსახურის განცხადება - ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი

27.10.2025.17:41

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა