აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად - ალი ასადოვი
ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმის წლევანდელი თემატიკა, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტრანსპორტის მიმართულებთ იქცევა ჩვენი დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ ფორუმის მნიშვნელობას", - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელზე.
როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველო და აზერბაიჯანი ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებდნენ და ასრულებდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა ვაჭრობაში, ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, აძლიერებდა კულტურულ -ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. ალი ასადოვის თქმით, დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ მიმართულებების განვითარებაში.
„წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნები არიან სანდო პარტნიორები არამარტო პოლიტიკურ ჭრილში არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო მიმართულებით. ტრადიციულად სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა ინვესტიციები, და გაიხსნა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები", - განაცხადა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს ტვირთბრუნვის შესაძლებლობა ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე გაიზარდა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე, ამავდროულად, მეორე ეტაპი ამ განვითარებაში დაიწყო ბაქოში საერთაშორისო საზღვაო პორტის მეშვეობით, რომელიც აკავშირებს ძირითად სარკინიგზო და სახმელეთო გზებს.
„ყველა ეს ასპექტი არის შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი. ეს დერეფანი ცხადყოფს რომ არის სანდო მარშრუტი ჩინეთის ცენტრალური აზიის და ევროპის დასაკავშირებლად. აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ავითარებენ ამ სტრატეგიულ დერეფანს. ჩვენი ქვეყნები არიან ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეებსა და მოთამაშეებს შორის შუა დერეფანში, გეოგრაფიული პოზიციით და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით მუდმივად და მიზანმიმართულად ვდგამთ ნაბიჯებს წინ იმისთვის რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა განვავითაროთ ამ გზაზე, წავახალისოთ სასაზღვრო კვეთის პროცედურები და სატრანზიტო შესაძლებლობები"- განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
22.10.2025.15:10
აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება" სერბეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა.
„საქართველოს ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღსადგენად მიმართულია გამოწვევის შესაძლებლობად ქცევისკენ. საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია შეასრულებს და ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლს და ჩვენ ვეთანხმებით ამ სტრატეგიულ ხედვას, რომ გაძლიერდეს ინვესტირება, მდგრადობა და მეწარმეობის ხელშეწყობა - განაცხადა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა .
როგორც სერბეთის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გაფართოვდება. „მიზნად გვაქვს რეგიონული მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება არამხოლოდ კასპიის და შავი ზღვის რეგიონებთან, არამედ მის ფარგლებს გარეთაც" - განაცხადა სტაჟანოვიჩმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ტრადიციულად, წარმომადგენლობითი და სექტორულად მრავალფეროვანია, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის 2300 დელეგატი ესწრება.