აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწრაფი იდენტიფიცირების გზით, ვებგვერდზე www.rs.ge ავტორიზაციის გარეშე, მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. ამასთან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა, შესაძლებელია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ელექტრონული განცხადების წარმოდგენით.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.
დღეის მონაცემებით, ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 26 655 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 58 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 26 597 განაცხადი დარეგისტრირდა.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 552 685 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული:
https://rs.ge/gamblingRestriction
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.15:40
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.
სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.
შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.
სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.