მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7105.3
-0.0059
flag
AZN 1.6039
-0.001
flag
CNY 37.945
-0.0039
flag
EUR 3.1373
-0.018
flag
GBP 3.6686
-0.0296
flag
KZT 52.55
-0.0004
flag
TRY 0.069
-0.0002
flag
USD 2.7276
-0.0007

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ის ამბიციური პროექტია, რაც დღეს უკვე რეალობაა - გიორგი ტყემალაძე

news image

თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ანგარიში წარუდგინა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ის ამბიციური პროექტია, რაც დღეს უკვე რეალობაა. ჩანაცვლების სამუშაოები ოთხ ობიექტზე მიმდინარეობს, კმაყოფილდება 120 ოჯახი; 20 მისამართზე საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება, დაკმაყოფილდება 1 100 ოჯახი. ჩვენ მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რადგან 100-პროცენტიანი თანხმობაა საჭირო პროგრამის განსახორციელებლად. ნდობა უკვე არსებობს მოსახლეობაში, იციან, რომ რეალურად ვახორციელებთ თანამედროვე, ევროპული ტიპის კორპუსების მშენებლობას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტებია: ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 7, კორპუსი 12-ში მშემენებლობა დასრულდა და გარემონტებული ბინა გადაეცა 36 მესაკუთრეს; ვარკეთილის დასახლება, კალოუბნის ქუჩა N18-ში მიმდინარეობს სამუშაოები და გარემონტებული ბინა გადაეცემა 29 მესაკუთრეს; საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს პროგრამა, რომლის შედეგად, გარემონტებული ბინა გადაეცემა 19 მესაკუთრეს; ვარკეთილის დასახლება, კვარტალი 4, კორპუსი 6-შიც მიმდინარეობს სამუშაოები და გარემონტებული ბინა 36 მესაკუთრეს, კომერციული ფართი კი ერთ მესაკუთრეს გადაეცემა.

ვიცე-მერმა პრეზენტაციისას ისაუბრა იმ სამუშაოების შესახებ, რაც დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართულებით განხორციელდა და მიმდინარეობს.

„დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა - მუნიციპალიტეტმა 80-მდე დაუმთავრებელი მშენებლობის საქმე განიხილა. მერიამ თავის თავზე აიღო უკვე აშენებული კორპუსების დასრულება, ასევე, დაიწყო სამუშაოები, რაც სრულად მშენებლობას საჭიროებდა. აღსანიშნავია, რომ ინვესტორებთან და დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად, ერთობლივად ხდებოდა მშენებლობების შეთანხმება“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დაკმაყოფილდა 12 000-ზე მეტი ოჯახი. ამ ეტაპზე, 7 სამშენებლო ობიექტს ასრულებს მუნიციპალიტეტი - დახარჯულია 41 მლნ ლარზე მეტი. დაზარალებულ პირთა მოთხოვნით, ფართის ნაცვლად, თანხით კომპენსაცია - 33 მლნ ლარზე მეტი გადაეცათ.

2025 წლის ბოლომდე დასრულდება და/ან ექსპლუატაციაში შევა 20-მდე დაუმთავრებელი მშენებლობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო

18.06.2025.15:32

შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისივე თქმით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი, უპრეცედენტო მასშტაბის, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტთან დაკავშირებით.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო.

სამართალდამცველებმა, გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს.

კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".

საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ეს უპრეცედენტო ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გენერალურ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

სამართალდამცველების მიერ, აქტიურად გრძელდება შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები, აღნიშნულ ნარკოტრეფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა