მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება

news image

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, აპრილიდან, მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების სიახლეებზე საუბრისას, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 

„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამის პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს, რათა ვინმე არ დაგვრჩეს მხარდაჭერის გარეშე. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები აპრილიდან 2 700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 000 000 ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, რომ არ დარჩეს არცერთი ბავშვი თუ მოზარდი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი, დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენდა.

„მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ. გარდა ამისა, მერიის პროგრამის ფარგლებში, თერაპიული სეანსები თავიდან მხოლოდ 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელიც მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეგისუბუქოთ მდგომარეობა, დაგეხმაროთ, გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მხრიდან გქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

25.03.2026.14:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26 066 ლარი შეადგინა.

„კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 1000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა