ატენის ხეობის არეალში ურბანული განახლების პროექტი დასკვნით ფაზაშია
გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობის არეალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ეკლესიასთან ასასვლელი ბილიკისა და სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის მოწყობა. აქტიურ ფაზაშია ტერასების საკონსერვაციო სამუშაოები, სრულად იცვლება გარე განათების სისტემა, ეწყობა ახალი ღობეები და ჭიშკრები, ასევე შენდება ახალი საფეხმავლო ხიდი.
თითქმის დასრულებულია ფანჩატურის, კაფისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა. უახლოეს პერიოდში განახლდება ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარი, ასევე იგეგმება საავტომობილო ხიდისა და ავტოსადგომის მოწყობა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.6 მილიონი ლარის დაფინანსებით.
პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის არეალი განახლებული იერსახით და ახალი რეკრეაციული სივრცით მოიზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.
სხვა სიახლეები
22.08.2025.14:42
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაშიშესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება.
23 აგვისტოდან რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენშემდეგი მარშრუტებით:
№467– მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთანდააკავშირებს;
№499– მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც;
№461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდეგაგრძელდება;
№500– მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან.
ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებასდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობასუფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.