ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია - მარიამ ქვრივიშვილი Eagle Hills-ის ოფისის გახსნაზე
უკვე ოფიციალურად გაიხსნა EMAAR-ჯგუფის შვილობილი კომპანიის Eagle Hills-ის ოფისი: თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი "კურიერი P.S-თან" ინტერვიუში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, 6.5 მილიარდი იქნება ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის უპრეცედენტო ინვესტიცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ პროექტს ექნება უდიდესი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში.
ამავდროულად, ინვესტიციის ფარგლებში, ორი ახალი დანიშნულების ადგილი შეიქმნება, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის სექტორს, მაგრამ, ამავდროულად, გააძლიერებს ტურიზმის სექტორს. თვითონ პროექტების ფარგლებში, მოხდება სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის პროექტების განვითარება, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილები, განთავსების ადგილები, სარესტორნო სივრცეები თუ სავაჭრო ქუჩები. ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ორი ახალი ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ძალიან დიდი ეფექტი ექნება სწორ პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ღირებულების მომტანი იქნება არამხოლოდ ეკონომიკური სექტორების განვითარებისთვის, არამედ, დასაქმების ხელშეწყობისთვის.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ის ხელმოწერა, რომელიც შედგა სახელმწიფოსა და Eagle Hills-სს შორის არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვას. ერთი მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია შემოიტანა ქვეყანაში, Eagle Hills-ის სახით და მეორე მხრივ, ჩვენ, ასევე, შევძელით და მაქსიმალურად უზრუნველვყავით საუკეთესო პირობების წამოღება, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის. სახელმწიფო გახდა ასეთი მსხვილი პროექტის თანაპარტნიორი," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურის განცხადება - ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი
27.10.2025.17:41
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.
აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის.