მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

news image

აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის A.G. Global Trade LLC“ ორგანიზებით,  აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში, უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ მარტის თვეში ქართულიღვინის 27 დეგუსტაცია გაიმართა. თითოეული ღონისძიების ფარგლებში, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 5 ქართული ღვინო, ასევე, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და თანამედროვე განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ პრეზენტაციები. მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

მაღაზიათა ქსელი „H-E-B“, რომელიც დაფუძნებულია ტექსასის შტატში, აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების სიაში შედის და მოიცავს 400-ზე მეტ მაღაზიას ტექსასსა და მექსიკაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.  

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

16.03.2026.12:42

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა