არის სპეციალობები, სადაც არის დეფიციტი. მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას - ლევან ვეფხვაძე
მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრის, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ვნახეთ, რომ არის სპეციალობები, სადაც არის სიჭარბე, სადაც არის დეფიციტი. ამ დეფიციტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციის ფორმატში ბევრჯერ გვითქვამს, რომ არის ტექნიკური, აგრარული მიმართულებები და ა.შ., სადაც სერიოზული პრობლემა აქვთ კომპანიებს, რომ თავიანთი ბიზნესაქტივობა განავითარონ. ამ შემთხვევაში მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას“, - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც საშუალებას მოგვცემს , ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითაროთ - მამუკა ხაბარელი
24.02.2026.18:13
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრი მამუკა ხაბარელი ზამთრის ოლიმპიურ თამაშების დახურვას გამოეხმაურა და ვერცხლის მედალოსნებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
„ორი დღის წინ ოფიციალურად დაიხურა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სადაც ძალიან მაგარმა სპორტსმენებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ საქართველოს მოუტანეს ისტორიული ვერცხლის მედალი და ეს მოხდა პირველად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საკრებულოს სხდომიდან მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენს სპორტსმენებს და თითოეულ ადამიანს ვინც მათ წარმატებაში იყო ჩართული. ეს არ მოდის მხოლოდ ენთუზიაზმით, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს მიდგომასა და იმ უამრავ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე რაც ჩვენს ქვეყანაში შენდება“, - განაცხადა მამუკა ხაბარელმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა , რომ ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა შექმნილი და საქართველოს ხელისუფლებისთვის სპორტი პრიორიტეტია
„ზამთრის სახეობებში ჩვენ დავიმკვიდრეთ ჩვენი სახელი. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველო 25-ე ადგილზე გამოჩნდა. მონაწილეობას კი დაახლოებით 100 ქვეყანა იღებდა. სულ ცოტახნის წინ ჩვენ ვუმასპინძლებთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდა და შენდება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სახეობები მომავალშიც განვავითარო. ამ ვერცხლის მედალს დავუმატოთ უფრო მაღალი სინჯის მედლები. კიდე ერთხელ ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ბევრი წარმატებები გველის წინ“, - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.