მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში - ირაკლი კობახიძე

news image
არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
 
პრემიერის განმარტებით, პირიქით, როდესაც დაიხვეწება უმაღლესი განათლების სისტემა, ეს მისცემს სტუდენტებს უკეთეს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. 
 
„აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების   წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში", -  განაცხადა პრემიერმა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რესპუბლიკური საავადმყოფო შეასრულებს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციას სამედიცინო უნივერსიტეტისთვის - პრემიერი

26.11.2025.17:43

ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის იდეალური პირობები შეიქმნება.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის სრულად გაანგარიშება ჯერ შეუძლებელია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ხარჯტევადი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ვიდრე არ გვექნება ინფრასტრუქტურის კონკრეტული პროექტი, მანამდე შეუძლებელია საუბარი ხარჯებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ასეულობით მილიონი დაჯდება ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით. შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მთლიანობაში ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ იდეალური პირობები შევქმნათ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის.

ოპტიმიზაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის სახლში გაშვებას, რაც ცარიელი სპეკულაციებია. პირიქით, ამ რეფორმის გატარების პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დაგვჭირდება უნივერსიტეტების უზრუნველყოფა რესურსებით და სახელმწიფო ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ პირიქით, ახალი რესურსები მოიზიდოს, როცა საქმე ეხება ადამიანურ რესურსებს", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა