მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

არ დავუშვებთ მცდელობასაც კი, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ გაბედოს და შეეცადოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების არათუ ხელშეშლას, თუნდაც რეპუტაციული ზიანის მიყენებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობა და ინტერესია, უზრუნველყოს ენერგეტიკის დარგის ძალიან სწორი განვითარება, რადგან ეს გამორჩეულად პრიორიტეტული სექტორი ქმნის უდიდეს ღირებულებას, რომელიც გადის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.

,,ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, არსებულ თუ პოტენციურ ინვესტორებთან, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით გავზარდოთ ინვესტიციები ენერგეტიკაში, გავზარდოთ შიდა გენერაცია, რომ, უპირველესად, უზრუნველყოფილი იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ეს არის მთავარი ღირებულება, რაც ჩვენმა ენერგოსექტორმა უნდა შექმნას. ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს, რომლებსაც მომდევნო პერიოდის განმავლობაში საჯაროდ გავაცნობთ საზოგადოებას" - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკულ დერეფანში საქართველოს როლსა და ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მინისტერიალზე, რომელსაც თბილისმა რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა, ოთხი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა განიხილეს შესაძლებლობები, ერთობლივი ძალისხმევით როგორ უნდა მოხდეს რეგიონების დაკავშირებადობა ევროპის ბაზართან, მათ შორის, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას საინვესტიციო კუთხით და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თავის ღირებულებას შეიტანს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმა რეგიონში გააჟღერა ინიციატივა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით - სწორედ ეს არის ის ქართული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგია პირდაპირ ექსპორტზე გავა ევროპის ბაზარზე. ამ პროექტმა შექმნა ის ღირებულება, რითიც მოტივაცია, ინსპირაცია გაუჩინა რეგიონის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებს და რეალურად, ახალ, უშუალოდ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ეს პროექტი იქნება ფუნდამენტი, რომ საქართველო ელექტროენერგიის ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას კიდევ უფრო მეტად გაიღრმავებს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან ძალიან მზარდია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისადმი ინტერესი. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწორი პროექტები, რადგან იყო არაერთი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე მხარეებმა, ფაქტობრივად, ხელოვნურად შეუშალეს ხელი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.

„ღიად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ხელისფლება არ დაუშვებს მცდელობასაც კი, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ გაბედოს და შეეცადოს ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების არათუ ხელშეშლას, თუნდაც რეპუტაციული ზიანის მიყენებას" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18.11.2025.11:52

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.

„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა