მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის - ღიდა ფაქრი

news image

„ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარდინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ, ძალიან მნიშვნელოვან დამკავშირებელ ქვეყნად ხალხის, ენერგეტიკის, იდეებისა და ამბიციების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის",- ამ სიტყვებით გახსნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდუსერმა ღიდა ფაქრიმ. მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩო-სისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

„შეუძლებელია არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის,"- განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.

„ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს მსოფლიოში. ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება,"- განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს - ნიკოლ ფაშინიანი

22.10.2025.13:41

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეს ურთიერთობები გარდაიქმნას ინსტიტუციურ მიღწევად. სატრანსპორტო კავშირები საერთო სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს სამივე ქვეყანას. ამისი გავლენა იქნება ეკონომიკური ზრდა, უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, საჯარო ფინანსების მართვა და საზოგადოებების განვითარება. ჩვენი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს ყველას ინტერესშია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.

22 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა