მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

აპრილის თვე ჩვენს ყველა სასტუმროში მოსალოდნელზე კარგი შედეგით დასრულდა - „კა ჯგუფი“

news image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში საქართველოს სხვადასხვა სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

კომპანია „კა ჯგუფის“ დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, აპრილში მოლოდინებმა გადააჭარბა და სასტუმროებში დაგეგმილზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლეს. 

„აპრილის თვე ჩვენს ყველა სასტუმროში მოსალოდნელზე კარგი შედეგით დასრულდა. დასახული ბიუჯეტი რაც იყო გადაჭარბებით შევასრულეთ. დღეის მონაცემით ტურისტული სეზონიც ძალიან კარგად გამოიყურება. ვფიქრობ, პირველ კვარტალში რა ჩამორჩენაც გვქონდა ის ჩამორჩენა მესამე კვარტლის შემდეგ სრულად დაძლეული იქნება“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.

„კა ჯგუფის“ დამფუძნებლის განცხადებით, სასტუმროებში ვიზიტორთა ზრდა ფიქსირდება როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებიდან.

„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს შემდეგი ტურისტული ბაზრებიდან: ისრაელი, ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. წინა წელთან შედარებით სეზონზე ზრდა გვაქვს იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან“-აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე. 

კომპანია “კა ჯგუფი“ თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს მართავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 10 მაისიდან 10 ივნისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება

06.05.2025.17:29

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა