ანონსი | უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპებისთვის
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ეკატერინე გალდავამ და ნინო ჯელაძემ EBRD-ისა და J.P. Morgan-ის ერთობლივ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
15.04.2026.16:18
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა ეკატერინე გალდავამ და ნინო ჯელაძემ EBRD-ისა და J.P. Morgan-ის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციამ, სახელწოდებით „საბაზრო ინდექსების რეფორმა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები: მნიშვნელოვანი ეტაპი ფინანსური ბაზრის განვითარების გზაზე“ თავი მოუყარა ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების წამყვან ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს.
მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური ბაზრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ბაზრებზე. ასევე იმსჯელეს ახალი საბაზრო ინდექსების ფართო ფინანსურ სისტემაში დანერგვაზე.
სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.