მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ანაკლიის პორტის ტენდერის პროცესში, ვაზუსტებთ პირობებს, რათა მთავრობამ ამ პროექტშიც შეძლოს სახელმწიფო ინტერესის გატარება და საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა - მარიამ ქვრივიშვილი

news image

შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერება არის ფუნდამენტური ღირებულების მომტანი და დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერება, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში. მისი თქმით, სახელმწიფო მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროცესში, რომელიც ფაქტობრივად, დასრულებულია და რითიც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და გააორმაგა ტვირთბრუნვის მოცულობა, მათ შორის, დაჩქარდა რკინიგზის მობილობა და ტვირთების გადაზიდვის დრო.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური საავტომობილო გზების რეაბილიტაცია - მშენებლობაზე, რაც, მისი შეფასებით, დაკავშირებადობის ზრდას დააჩქარებს.

მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. „ანაკლიის პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი ღირებულება აქვს. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ სახელმწიფომ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტით. ანაკლიაში სახელმწიფო უკვე აშენებს მთავარ ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, რაც არის დემონსტრირება იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ღირებულია,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო ანაკლიის პროექტისთვის პარტნიორის გამოვლენის სატენდერო პროცესს. „ანაკლიის პროექტში ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, რომელიც მოიზიდავს პორტისკენ ტვირთებს, მაგრამ ამავდროულად იქნება გარკვეული სახის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის განმახორციელებელიც. მიმდინარე ტენდერის პროცესში დღეს ვაზუსტებთ გარკვეულ საკითხებს იმისათვის, რომ სახელმწიფომ ამ პროექტშიც, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესის გატარება და საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა შეძლოს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პროექტისთვის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური,“ - აღნიშნა მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18.11.2025.11:52

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.

„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა