მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა - თამარ იოსელიანი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის" ისაუბრა.

„ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მომსახურება განხორციელდეს. ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნილი და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, აქ საუბარია საკმაოდ მედეგ ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ ამავე, საწყის ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს აღნიშნულ პროექტში. „ანაკლიის პორტი არ არის ერთადერთი პროექტი, რომლითაც საქართველო ცდილობს, რომ მომავალში გაიხედოს"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის - სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი

22.10.2025.15:10

აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება" სერბეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა.

„საქართველოს ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღსადგენად მიმართულია გამოწვევის შესაძლებლობად ქცევისკენ. საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია შეასრულებს და ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლს და ჩვენ ვეთანხმებით ამ სტრატეგიულ ხედვას, რომ გაძლიერდეს ინვესტირება, მდგრადობა და მეწარმეობის ხელშეწყობა - განაცხადა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა .

როგორც სერბეთის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გაფართოვდება. „მიზნად გვაქვს რეგიონული მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება არამხოლოდ კასპიის და შავი ზღვის რეგიონებთან, არამედ მის ფარგლებს გარეთაც" - განაცხადა სტაჟანოვიჩმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ტრადიციულად, წარმომადგენლობითი და სექტორულად მრავალფეროვანია, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის 2300 დელეგატი ესწრება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა